23:24 - 16 Aug, 2018
2018-05-17 19:08:22, 674 ნახვა
შსს-მ დღის განმავლობაში განყოფილებაში 30-მდე პირი გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღის განმავლობაში განყოფილებაში 30-მდე პირი გადაიყვანა.

როგორც შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, მათი ნაწილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

„ნაწილი პირების დაკავებული არიან ადმინისტრაციული წესით, ხოლო ნაწილი გადაყვანილია გამოკითხვაზე, ვინაიადან მათ მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით -“ განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ შსს მზად არის, ლგბტ აქტივისტების უსაფრთხოება უზრუნველყოს.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მისასვლელი ყველაზე გზა ამ დროისთვის ჩაკეტილია. ქუჩების ნაწილზე პოლიციის ცოცხალი კორდონი დგას, ხოლო ნაწილზე სპეციალური ბარიერებია აღმართული.

შეგახსენებთ, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი აქცია, რომელიც დღეს, 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან იყო დაგეგმილი, გაუქმდა, თუმცა, ლგბტ აქტივისტების ნაწილი აცხადებს, რომ დღეს 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მივა და საკუთარ პოზიციას გამოხატავს.

ამასთან, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაანონსებულია „ქართული იდეის“ კონტრაქცია, რომლის დამფუძნებელიც გია კორკოტაშვილია. არსებული ინფორმაციით, კორკოტაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი ამ დროისთვის სამართალდამცველებს გამოკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი.



სოციალური ქსელები
კომენტარები



აჭარაში 3 დღეში დიარეით და კვებითი ინტოქსიკაციით 288 ადამიანმა მიაკითხა სტაციონარს
სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics