23:25 - 16 Aug, 2018
2018-05-17 18:41:45, 861 ნახვა
თბილისს სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა ეწვევა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, თბილისს სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა ეწვევა.

საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისა და ვიზიტის დეტალები საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ანდრეი კისკამ სატელეფონო საუბრისას განიხილეს.

პრეზიდენტებს შორის საუბარი შეეხო საქართველო - სლოვაკეთს შორის თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით უმაღლესი დონის ვიზიტების გააქტიურების საკითხებს.



სოციალური ქსელები
კომენტარები



აჭარაში 3 დღეში დიარეით და კვებითი ინტოქსიკაციით 288 ადამიანმა მიაკითხა სტაციონარს
სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics