23:26 - 16 Aug, 2018
2018-05-17 17:14:18, 618 ნახვა
მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა ჩაკეტილია (ფოტოკოლაჟი)

მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ადმინისტრაციის შენობასთან მისასვლელი ყველაზე გზა ამ დროისთვის ჩაკეტილია. ქუჩების ნაწილზე პოლიციის ცოცხალი კორდონი დგას, ხოლო ნაწილზე სპეციალური ბარიერებია აღმართული.

შეგახსენებთ, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი აქცია, რომელიც დღეს, 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან იყო დაგეგმილი, გაუქმდა. როგორც ორგანიზაციები განმარტავენ, მათთვის ცნობილი გახდა, რომ 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული მათ მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს.

თუმცა, ლგბტ აქტივისტების ნაწილი აცხადებს, რომ დღეს 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მივა და საკუთარ პოზიციას გამოხატავს.

ამასთან, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაანონსებულია „ქართული იდეის“ კონტრაქცია, რომლის დამფუძნებელიც გია კორკოტაშვილია. არსებული ინფორმაციით, კორკოტაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი ამ დროისთვის სამართალდამცველებს გამოკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი.


 



სოციალური ქსელები
კომენტარები



აჭარაში 3 დღეში დიარეით და კვებითი ინტოქსიკაციით 288 ადამიანმა მიაკითხა სტაციონარს
სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics