23:26 - 16 Aug, 2018
2018-05-17 15:50:55, 477 ნახვა
ქუცნაშვილი: ლგბტ აქტივისტებმა არა დაუცველობის შიშით, არამედ პროვოცირების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს გადაწყვეტილება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ლგბტ აქტივისტების და "ქართული მარშის" მიერ აქციების გამართვაზე უარის თქმას დადებითად აფასებს.

როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, ლგბტ აქტივისტებმა აქციის გამართვაზე უარი არა დაუცველობის, არამედ პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით თქვეს.

"ეს ორივე ჯგუფი იმდენად ანტაგონისტურად არის განწყობილი ერთმანეთის მიმართ, რომ ერთის აქტივობა ახალისებს მეორეს გამოჩენას. აქედან გამომდინარე როცა ერთიც და მეორეც მოერიდა მათი დაპირისპირებული ძალების პროვოცირებას ეს უკვე ნიშნავს რომ ქართული დემოკრატიის კულტურა იზრდება. პროვოკატორებივით კი არ უნდა იქცეოდნენ არამედ როგორც ქვეყანაში და საზოგადოებაში მშვიდობის შემომტანები. მივესალმები ორივე ორგანიზაციის გადაწყვეტილებას. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არა დაუცველობის შიშით არამედ პროვოცირების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც სწორია", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი აქცია, რომელიც დღეს, 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან იყო დაგეგმილი, გაუქმდა. როგორც ორგანიზაციები განმარტავენ, მათთვის ცნობილი გახდა, რომ 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული მათ მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს.

თუმცა, ლგბტ აქტივისტების ნაწილი აცხადებს, რომ დღეს 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მივა და საკუთარ პოზიციას გამოხატავს.



სოციალური ქსელები
კომენტარები



აჭარაში 3 დღეში დიარეით და კვებითი ინტოქსიკაციით 288 ადამიანმა მიაკითხა სტაციონარს
სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics