23:26 - 16 Aug, 2018
2018-05-17 15:43:41, 568 ნახვა
შსს-მ ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობაზე სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის დროს სამი პირი დააკავეს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა, მსვლელობის დაწყებამდე „საქართველოს ეროვნული ერთობის" 2 წევრი პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 17 მაისს, თბილისში, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის დროს, მეტროსადგურების -„თავისუფლების მოედნისა" და „ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი პირი წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ხოლო ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. 

სამართალდამცველებმა, მსვლელობის დაწყებამდე „საქართველოს ეროვნული ერთობის" 2 წევრი პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანა“,- ნათქვამია განცხადებაში.



სოციალური ქსელები
კომენტარები



აჭარაში 3 დღეში დიარეით და კვებითი ინტოქსიკაციით 288 ადამიანმა მიაკითხა სტაციონარს
სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics