23:25 - 16 Aug, 2018
2018-05-17 15:34:56, 590 ნახვა
ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის მონაწილეები სამებაში მივიდნენ

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ.

მათ ტაძარში აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ხატი მიაბრძანეს. ამ დროისთვის ტაძარში პარაკლისი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე აღავლენს.

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა დღეს ფილარმონიიდან დაიწყო. მსვლელობაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. მათ „ვარდების მოედანზე“ შეკრებილები შეუერთდნენ და აწყურის ღვთისმშობლის ხატით ქაშვეთის ეკლესიასთან მივიდნენ.  ამის შემდეგ მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით გაგრძელდა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



აჭარაში 3 დღეში დიარეით და კვებითი ინტოქსიკაციით 288 ადამიანმა მიაკითხა სტაციონარს
სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics