08:07 - 23 Jun, 2018
2018-05-17 15:12:57, 860 ნახვა
LENOVO Z5 - ნამდვილი უჩარჩო სმარტფონი დღის შუქს მალე იხილავს

Lenovo Group-ის პრეზიდენტი ჩანგ ჩენგი 2018 წლის ფლაგმანს LENOVO Z5 აანონსებს. კონცეპტის რენდერებიდან გამომდინარე ვიგებთ, რომ სმარტფონს არც ჩარჩოები და არც ე.წ "მონოწარბი" არ ექნება.

როგორც ჩანს 2018 წელს "ლენოვო" გამოუშვებს სმარტფონს, რომლის ეკრანი წინა პანელის 95% დაიკავებს, რაც დღესდღეობით რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის  iPhone X-ის ეკრანი წინა პანელის 82,9% იკავებს.

ჯერჯერობით უცნობია იქნება სმარტფონი 100% ის, რაც "რენდერებზე" ჩანს, თუ "ლენოვო" მარკეტინგულ ხრიკს მიმართავს, მაგრამ ჩენგი მომხმარებელს "4 ტექნოლოგიურ ბუმს" ჰპირდება.

სმარტფონის კორპუსი სავარაუდოდ მეტალისგან იქნება დამზადებული, აგრეთვე უკვე ცნობილია, რომ გაჯეტს ყურსასმენისთვის განკუთვნილი პორტი არ ექნება. სალაპარაკო დინამიკისა და წინა კამერის განლაგება ჯერჯერობით უცნობია. არის მოლოდინი, რომ სმარტფონის წინა კამერა კორპუსის ზედა ნაწილში სპეციალურ ღილაკში იქნება განთავსებული, მაგრამ ეს გადაუმოწმებელი ინფორმაციაა.

LENOVO Z5-ის ოფიციალური რელიზი, პრეზენტაციის დღე და ფასი ჯერჯერობით უცნობია.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ე.წ. სამხრეთ ოსეთმა „დამოუკიდებლობის“ დღეზე ოკუპანტები და სეპარატისტები მიიწვია
ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2018 დღეს გაიხსნება
„ტიპი ამეკიდა, ჯერ რას გავხარო, ტრანსი ხარო“ - მწერალ ზურაბ აბაშიძეს ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics