23:24 - 16 Aug, 2018
2018-05-17 14:40:16, 534 ნახვა
პატრიარქი: ოჯახი - ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი და ჩვენ შევთხოვთ უფალს, ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახები

ჩვენ ვდღესასწაულობთ ოჯახის სიმტკიცეს. ოჯახი ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნის და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახები, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დროს განაცხადა.

პატრიარქმა მრევლს ამაღლების დღეც მიულოცა და ოჯახის სიწმინდის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"სიხარული გაუგებარია, როცა საყვარელი პიროვნება გშორდება შენ, მაგრამ მოციქულებს მუდამ ახსოვდათ: "მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა, ვიდრე აღსასრულისა". დღესაც მაცხოვარი ჩვენი ჩვენთან არს. მადლობა უფალს დიდი წყალობისთვის. დღეს კიდევ ერთი დღესასწაულია - ჩვენ ვდღესასწაულობთ ოჯახის სიმტკიცეს. ოჯახი ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნის და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახები", - განაცხადა ილია მეორემ.

ცნობისთვის, ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 50-ზე მეტმა წყვილმა მიიღო.



სოციალური ქსელები
კომენტარები



აჭარაში 3 დღეში დიარეით და კვებითი ინტოქსიკაციით 288 ადამიანმა მიაკითხა სტაციონარს
სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics