21:13 - 21 Jul, 2018
2018-05-16 22:57:09, 578 ნახვა
17 მაისის ანონსი

09:00 საათზე, გაიხსნება სამდღიანი ნეიროქირურგთა საერთაშორისო კონგრესი ვასკულურ ნეიროქირურგიაში “WFNS GEORGIA 2018 –VASQULAR EXSPERTS MEETING, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა დაესწრება.
მისამართი:  რესპუბლიკა (რედისონ ბლუ ივერიის მოპირდაპირე მხარეს)
საკონტაქტო პირი: ნინო ტალახაძე - 595053605

09:00 საათზე, გაიხსნება ნეიროქირურგთა სამდღიანი საერთაშორისო კონგრესი ვასკულურ ნეიროქირურგიაში WFNS GEORGIA 2018 –VASQULAR XSPERTS MEETING, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრებიან.
მის: „რესპუბლიკა“ („რედისონ ბლუ ივერიის“ მოპირდაპირე მხარეს)
საკონტაქტო პირი ნინო ტალახაძე - 595053605

10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში,"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე მონაწილეობას მიიღებს და მისასალმებელი სიტყვით გამოვა საერთაშორისო კონფერენციაზე „განახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოში". კონფერენციაზე ასევე გაიმართება განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის  წარდგენა.

10:00 საათზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.

10:00 საათზე, „სამართლის საერთაშორისო კვირეულის“ ფარგლებში, “ბილტმორ თბილისში” კონფერენცია, სახელწოდებით „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები“ გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან: ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი - სოზარ სუბარი, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი ნადარეიშვილი, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსი - დავით კარიაული. კონფერენციას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავჯდომარე, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე მინდია უგრეხელიძე გახსნის.
საკონტაქტო პირი ნინა კოპალეიშვილი - 598 94 00 04

10:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
დღის წესრიგი
ქუთაისი, დარბაზი N304
(+995 32) 228-91-47;

10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე მონაწილეობას მიიღებს და მისასალმებელი სიტყვით გამოვა საერთაშორისო კონფერენციაზე „განახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოში“.
მის.: შოთა რუსთაველის გამზ. #13

11:00 საათზე, სასტუმრო “რუმსში”, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეზენტაციას გაიმართავს.
თემა: საქართველოს რეგიონებში სალაშქრო ბილიკების მონიშვნა და ონლაინ სივრცეში გადატანა.

11:00 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის" წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის შეხვედრა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან
პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი
ქუთაისი, ქუთაისის უნივერსიტეტი (წერეთლის ქ. N13)

11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა
ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

12.00 საათზე ,,ქართული ოცნების“ ოფისის წინ, ქუჩაში რუსუდან შარაძე მართავს პრესკონფერენციას თემაზე - რა სიახლეა გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში და ვინ უშლის ხელს ამ მკვლელობის გამოძიებას.

13:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის შეხვედრა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის ბათუმის წევრებთან
ქუთაისი, დარბაზი N301

13:30 საათზე, საპარლამენტო კვლევებისა და დოკუმენტაციის ევროპული ცენტრის (ECPRD) სემინარი - „სახელმწიფო ფინანსებზე საკანონმდებლო ინიციატივების გავლენის შეფასება და რეგულირების ზეგავლენის შეფასება". ინტერესთა მიმართულება: „ეკონომიკა და ბიუჯეტი"
პ რ ო გ რ ა მ ა
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

14:45 საათზე, ქ. ქუთაისში  (ზ. გამსახურდიას გამზ. #47) პირველი ვიცე-პრემიერი,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ოფიციალურად გახსნის  შპს „ემჯიემტექს" საწარმოს, რომელიც „აწარმოე საქართველოში "  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.

15:30 საათზე, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz air-ის მეორე ბაზირებული,  A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდის ოპერირების დაწყებისადმი მიძღვნილ  ღონისძიებას დაესწრება.

18:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის თანამედროვე ხელოვნების პირველი საერთაშორისო ბაზრობა გაიხსნება. გალერეების სექციაში „თიბისი არტ გალერეა“ გურამ თიკანაძისა და რობერტ კაპას ფოტოგამოფენას წარმოადგენს.
მის.: წერეთლის გამზ. #118, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, მეთერთმეტე პავილიონი

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია
პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics