19:05 - 19 Jul, 2018
2018-05-16 17:32:58, 158 ნახვა
როინ აბუსელიძის შემოქმედებითი საღამო შუახევში

შუახევის საჯარო ბიბლიოთეკის მცირე დარბაზში როინ აბუსელიძის პოეზიის საღამო მოეწყო.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პოეზიის მოყვარულები ესწრებოდნენ.

დამსწრე საზოგადოებას თავისი შემოქმედება გააცნო როინ აბუსელიძემ. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის ლექსები.

მომავალმა პოეტმა წერა 14 წლის ასაკში დაიწყო, მისი ლექსები იბეჭდებოდა სხვადასხვა გამოცემებში, ჟურნალ-გაზეთებში.

2010 წელს გამოცემული აქვს კრებული “ოცდაერთის გამოღმა და ოცდაერთის გაღმა”. ამავე წელს გამოიცა როინ აბუსელიძისა და მისი სამი მეგობრის ლექსების კრებული ”ა ბ გ დ”.

2011 წელს გამოვიდა კიდევ ერთი კრებული “მეცხრე ტალღა”, რომელშიც როინისა და კიდევ რვა ბათუმელი პოეტის ლექსები შევიდა.

როინ აბუსელიძე არის ნიკოლოზ ბარათაშვილის პირველი პრემიის ლაურიატი, ზურაბ გორგილაძის, ფრიდონ ხალვაშის და წინანდლის პრემიების ლაურეატი, ასევე, ლექსების გამოფენის გამარჯვებული.

 

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics