15:16 - 18 Dec, 2018
2018-05-16 12:12:43, 1364 ნახვა
პალესტინის პრეზიდენტმა ვაშინგტონიდან ელჩი გაიწვია

პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა, ვაშინგტონიდან ელჩი გაიწვია.

„როიტერის“ ინფორმაციით, პალესტინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ელჩი სამშობლოში ოთხშაბათს დაბრუნდება.

ასევე, გაწვეულია პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი ჰუსამ ზომლოტიც.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ღაზას სექტორის საზღვართან ათასობით პალესტინელი შეიკრიბა. აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა.

ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნეს. პალესტინური ავტონომიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მოკლულია 58 ადამიანი, მათ შორის მოზარდები. დაშავებულთა რიცხვი 2 700-ს აღემატება, მათგან 130 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.



სოციალური ქსელები
კომენტარები



დაწესებულებები, რომლებიც 4 დღეში თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამო დაჯარიმდნენ - ღამის საათებში რეიდები ტარდება
შსს-მ მედიაში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics