23:25 - 16 Aug, 2018
2018-05-16 11:24:05, 407 ნახვა
მეზვრიშვილი: სამიზნე არ იყვნენ ახალგაზრდები, მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ

“საგამოძიებო მოქმედებების დაწყების დროს კლუბებში იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები, რის გამოც არსებობდა დაპირისპირების საფრთხე”, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამის გამო იყო ადგილზე სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა მობილიზებული:

„კლუბებში ხდებოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია. რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა და ეს ადამიანები კლუბებში იმყოფებოდნენ. საგამოძიებო მოქმედებების დაწყების დროს კლუბებში იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები, რის გამოც არსებობდა დაპირისპირების საფრთხე. სწორედ ამის გამო ადგილზე სამართალდამცავთა ის რაოდენობა იყო მობილიზებული, რა რაოდენობაც იქ იყო. ჩვენი სამიზნე არ იყვნენ ახალგაზრდები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

უშუალოდ კლუბების გარეთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ აზრები გაიყო, თუმცა, ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ ერთ რამეს, რომ ჩვენ ამ საკითხებს შევისწავლით, გარეთ უშუალოდ რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდა თუ არა ადგილი, თუმცა, ამ ადამიანებსაც ჩვენ ვთხოვეთ, არც ჩვენამდე არც სახალხო დამცველის აპარატამდე რაიმე ტიპის დარღვევის შესახებ შეტყობინება შემოსული არ არის, თუ ასეთი დაფიქსირდება, მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ ასევე სახალხო დამცველის სამსახურთანაც.

თუ ვიღაცის უფლებები დაარღვიეს, ვიღაცას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ეს არ გვითხრეს ვინ არიან პოტენციური მსხვერპლები, როგორ გამოვიძიოთ? თუ დადასტურდება გადაცდომების ფაქტი, ამაზე შს სამინისტრო მოახდენს რეაგირებას. ჩვენამდე არანაირი დამამტკიცებელი მასალა არ მოსულა. ჩვენ მათ მტკიცებით ტვირთს კი არ ვადებთ, არამედ ვეუბნებით - მოგვიტანეთ მასალები, გვითხარით ვინ დაზარალდა, მოვიდეს ადამიანი, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, გამოვიკვლევთ, ობიექტურად შევაფასებთ და მოვახდენთ რეაგირებას“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



აჭარაში 3 დღეში დიარეით და კვებითი ინტოქსიკაციით 288 ადამიანმა მიაკითხა სტაციონარს
სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics