19:05 - 19 Jul, 2018
2018-05-16 10:39:43, 374 ნახვა
თბილისის მერიას ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 30 მლნ გამოეყოფა

თბილისის მერიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, 30 მილიონი ლარი გამოეყოფა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დამატებითი ფინანსური რესურსი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება.

„სახელმწიფო ბიუჯეტში გამოინახა შესაძლებლობა, რომ მერიას უახლოეს დღეებში დამატებით, 30 მლნ ლარი გადმოეცეს, რომელიც ქალაქში ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა, რომლითაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას შევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს სთხოვა, აღნიშნული 30 მლნ ლარის ათვისება მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდეს.

„აღნიშნული თანხა მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად იყო განსაზღვრული, მაგრამ მოგვეცა საშუალება, რომ თანხა წელსვე ავითვისოთ. მომავალ წელს ეს 30 მლნ, რომელიც ბიუჯეტი აისახება, სპორტული კომპლექსების მშენებლობაზე დაიხარჯება, რაც ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

(NS)

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics