23:26 - 16 Aug, 2018
2018-05-15 21:19:08, 493 ნახვა
„ბასიანის“ მფლობელი: შსს-ს შეეძლო ნაკლებად დემონსტრაციულად ჩაეტარებინა ოპერაცია და არ მოეცხო ლაქა საკლუბო ინდუსტრიისთვის

კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი მფლობელის ტატო გეთიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ კლუბში სპეცოპერაიის ჩატარებისთვის საკმარისი სამართლებრივი საფუძველი ჰქოდა. 

როგორც გეთიამ აღნიშნა, კლუბებში სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობა არ იდგა. 

“ჩვენი შეხედულებები ამ ნაწილში განსხვავებულია. ჩვენ ვთვლით, რომ არ იყო რეიდის ასე ჩატარების საფუძველი და რომ შსს შეეძლო ნაკლებად დემონსტრაციულად ჩაეტარებინა ეს ოპერაცია და არ მოეცხო ლაქა მთელი ქვეყნის მასშტაბის საკლუბო ინდუსტრიისთვის. მე იურისტი არ ვარ, თუმცა როგორც  მოქალაქეს მიმაჩნია, რომ შეეძლოთ ნაკლებად დემონსტრაციული ყოფილიყო ეს სპეცოპერაცია", - განაცხადა ტატო გეთიამ.

რაც შეეხება "ბასიანის" გახსნას, გეთიამ აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის.

"ზარალი ძალიან დიდია. დღიდან დღემდე იზრდება. ჩვენ უნდა გავცეთ ხელფასები. როდესაც ამის შესახებ მინისტრს ვუთხარით ამის შესახებ, გვითხრა, რომ ამაზე ამ მომენტამზე არ უფიქრია და ამაზე დაფიქრდება", - განაცხადა გეთიამ.

კითხვაზე - თუ როგორ აკონტროლებს კლუბი მის ტერიტორიაზე ნარკოტიკის შეტანასთან დაკავშირებულ რისკებს, გეთიამ განმარტა, რომ კონტროლი მსოფლიო მასშტაბით მიღებული წესით ხდება. 

“კლუბი აკონტროლებს მსოფლიო მასშტაბით მიღებული წესებით და კანონებით, როგროც მთელ მსოფლიოში ხდება ისე. ჩვენ ბასიანის დამფუძნებელები არ ვართ ჩართულები არანაირ რეალიზაციაში და ეს ყველასთვის ცხადია და სწორედ ამიტომ ვარ ახლა მე თქვენს წინ და კარგი იქნება რომ ეს საჯაროდ თქვას შს მინისტრმაც”, - აღნიშნა გეთიამ.  



სოციალური ქსელები
კომენტარები



აჭარაში 3 დღეში დიარეით და კვებითი ინტოქსიკაციით 288 ადამიანმა მიაკითხა სტაციონარს
სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics