16:42 - 15 Aug, 2018
2018-05-15 20:50:42, 499 ნახვა
წიქარიშვილი: შს მინისტრის ბოდიში ჰიპოთეტურია - დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი არ ვარ

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" ლიდერი ბექა წიქარიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართული შეხვედრით კმაყოფილი არ არის.

როგორც წიქარიშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ განუცხადა, საუბარი 12 მაისს კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას შეეხო.

წიქარიშვილი მის დაკავებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა ის უკანანოდ დააკავეს.

"იყო საუბარი კლუბში სპეცოპერაციის ჩატარების საფუძვლიანობაზე. უფრო მეტი კითხვა მქონდა გარე პერიმეტრზე განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. მეც ვიყავი დაკავებული, თუმცა მიმაჩნია, რომ სრულიად უკანონოდ. ეს ადამიანები არ აღირებენ იმას, რომ იქ კლუბებში რამე დაარღვიეს. ეს ბოდიში მხოლოდ ჰიპოტეტურია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენ დავუმტკიცებთ, რომ მათ ჩაიდინეს დარღვევები. კლუბებში სპეცრაზმის შეყვანის აუცილებლობა არ არსებობდა, თუმცა შსს განსხვავებულად თვლის. ველოდები ნარკოპოლიტიკის საკითხზე შეხვედრას - ჩემთვის ეს პრინციპული საკითხია. დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი არ ვარ. ჩვენ მოვითხოვეთ ჯანდაცვის მინისტრის ჩართვა ამ საკითხში ", - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.







სოციალური ქსელები
კომენტარები



სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია
ქართული ოცნება ვერ ყალიბდება ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics