19:12 - 19 Jul, 2018
2018-05-15 16:11:52, 739 ნახვა
შს მინისტრს პარლამენტში 18 მაისს მოუსმენენ

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში 18 მაისს მოუსმენენ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მინისტრი დეპუტატების წინაშე პლენარულ სხდომაზე წარდგება.

„დღეს შინაგან საქმეთა მინისტრთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ მას პარლამენტი მოუსმენს პარასკევს. ის პარლამენტის წინაშე პლენარულ სხდომაზე წარდგება და არა მხოლოდ რომელიმე ფრაქციის ან კომიტეტის ფორმატში და იქნება ის კითხვები, რომლებიც დეპუტატებს გააჩნიათ. ვინაიდან კონსულტაციების დროს ბატონმა მინისტრმა თქვა, რომ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი აქვს, ეს კითხვები და პასუხები საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დეპუტატებს 12 მაისს, ღამის კლუბებში ჩატარებულ სპცეოპერაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან კითხვები აქვთ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics