23:24 - 16 Aug, 2018
2018-05-11 20:35:31, 1598 ნახვა
ავღანეთში „თალიბანის“ თავდასხმას, პოლიციის 30-ზე მეტი თანამშრომელი ემსხვერპლა

ავღანეთის ფარას პროვინციაში „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად 30-ზე მეტი პოლიციელი დაიღუპა.

Reuters-ის ინფორმაციით, თალიბებმა პოლიციის ბაზებზე იარაღი ჩაიგდეს ხელში. 

შეტაკებების ადგილზე სამთავრობო ძალები გაგზავნეს. ამ მომენტისთვის სიტუაციას სამართალდამცველები აკონტროლებენ.

ფარას პროვინცია, რომელიც ირანსა და „თალიბანის“ მთავარ დასაყრდენ, ჰელმანდის პროვინციას შორის მდებარეობს, თვეების განმავლობაში ამბოხებულთა ბრძოლის აქტიური ზონაა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



აჭარაში 3 დღეში დიარეით და კვებითი ინტოქსიკაციით 288 ადამიანმა მიაკითხა სტაციონარს
სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics