17:24 - 20 Nov, 2018
2018-05-07 16:01:12, 1596 ნახვა
გიორგი კეპულაძე: კომერციული ბანკების შეზღუდვით, მევახშეები და კერძლო ლომბარდები დაწინაურდებიან

„კომერციული ბანკების მიერ სესხის გაცემა ჭარბვალიანობის ძირითადი მიზეზი სულაც არ არის, ამიტომ ეროვნული ბანკის ახალი რეგულიაცია ეფექტური არ იქნება“, –ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ თავჯდომარემ გიორგი კეპულაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც კეპულაძემ აღნიშნა, ახალი რეგულაცია მოქალაქეებს აიძულებს, სესხი არაფორმალური სექტორის მეშვეობით აიღონ, რაც მისივე თქმით, მოსახლეობას უფრო მეტი პრობლემის წინაშე დააყენებს.

 „ეს რეგულიაცია გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების თითქმის უმრავლესობა, მილიონზე მეტი ადამიანი - სახელფასო ამონაწერის გარეშე, ვერ მიიღებს სესხს. მათ,  ვინც არის დასაქმებული კერძო სექტორში, არ ერიცხებათ თანხა საბანკო ბარათზე. მაგალითად ასეთები არიან რეპეტიტორები, ხელოსნები და ასე შემდეგ. როდესაც ასეთ მოქალაქეებს დასჭირდებათ თანხა, ისინი სესხისთვის არაფორმალურ სექტორს მიმართავენ, რაც გულისხმობს მევახშეებსა და კერძო ლომბარდებს. აღნიშნულის გამო, მოსახლეობა 3-ჯერ და 4-ჯერ უფრო ძვირს გადაიხდის, რათა თანხა მიიღოს", - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

ამასთან, გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციები, ფულზე მოთხოვნას ვერ შეამცირებს.

„მგონია, რომ ზოგადად მოთხოვნა ფულსა და სესხზე ქვეყანაში ამ რეგულაციით არ შემცირდება“,  - განმარტა კეპულაძემ და დასძინა, რომ შეზღუდვები ტექნიკის მაღაზიის მფლობელებზეც უარყოფითად აისახება.

 „მეორე საკირთხი კი, რაც ცალკე ბიზნესსექტორს ეხება - ეს არის ტექნიკის მაღაზიების საცალო გაყიდვები. დღეს ტექნიკის 89–90% იყიდება განვადებებით და შესაბამისად თუ შეიზრუდება სამომხმარებლო ტიპის სესხები და განვადებები, ამ ტექნიკის მაღაზიებსა შეუმცირდებათ გაყიდვება, რაც აისახება იმაში, რომ მათაც მოუწევთ, ახალ რეალობაზე გადაწყობა. კერძოდ მათ მოუწევთ ხარჯების და თანამშრომლების შემცირება, რაც ასევე ერთ-ერთი უარყოფითი შედეგი იქნება", - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

ცნობისთვის, კომერციული ბანკებისთვის დღეიდან ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ამოქმედდება, რაც სესხების გაცემის პროცედურის გამკაცრებას გულისხმობს.

 

სალომე უბირია



სოციალური ქსელები
კომენტარები



3 წლის განმავლობაში CO-თი მოსამვლის გამო, 64 პირი გარდაიცვალა
კოალიცია თანასწორობისათვის: ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე შეგვახსენებს ძალადობაზე, რომელსაც ეს ადამიანები განიცდიან

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics