23:26 - 16 Aug, 2018
2018-04-26 19:36:02, 808 ნახვა
სომხეთში ახალი პრემიერის დანიშვნის საკითხს პარლამენტი 1 მაისს განიხილავს

სომხეთში ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის საკითხი პარლამენტის საგანგებო სხდომაზე 1 მაისს განიხილება, - ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ არა ბაბლოიანმა განაცხადა.

ბაბლოიანის ინფორმაციით, პარლამენტის სხდომა ადგილობრივი დროით 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ამასთან, "რესპუბლიკურ პარტიას" ჯერ არ დაუსახელებია პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატი, თუმცა, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდი პრემიერობის კანდიდატად, კარენ კარაპეტიანის დაასახელებდა, რომელიც ახლა პრემიერის მოვალეობების შემსრულებელია.

ცნობისთვის, ერევანში ანტისამთავრობო აქციების მორიგი ტალღა გრძელდება. აქციის მონაწილეები, მმართველი გუნდის გადადგომას და პრემიერის თანამდებობაზე ოპოზიციონერი დეპიტატის ნიკოლ ფაშინიანის დანიშვნას ითხოვენ. 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან 23 აპრილს გადადგა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



აჭარაში 3 დღეში დიარეით და კვებითი ინტოქსიკაციით 288 ადამიანმა მიაკითხა სტაციონარს
სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics