11:15 - 19 Apr, 2019
2018-04-25 22:40:50, 1734 ნახვა
26 აპრილის ანონსი

10:00 საათზე, სასტუმრო “რუმსში“, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ Zrda-ს ინიციატივით და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით სემინარი გაიმართება.
თემა: ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნა და წარმატებით გაყიდვა.

11:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სამუშაო შეხვედრას გამართავს.
თემა: „ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“.
აკონტაქტო პირი: სალომე კობალავა - ტელ: 595  909 680

11:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას" მე-5 პავილიონში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე ოფიციალურად გახსნის სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის 23-ე საერთაშორისო გამოფენას Caucasus Build 2018.

11:00 საათზე, გაიმართება "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის შეხვედრა საპარლამენტო სპიკერატის წარმომადგენლებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეებთან.
მისამართი: პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისი, ერეკლე მეორეს მოედანი, 3

11:30 საათზე, საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
თემა: „ბნელი ხევის“ დაცვის სამოქმედო გეგმა.
მის.: კოსტავას ქ. #68

12:00-დან 15:00 საათამდე, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

14:00 საათზე, შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პედაგოგებისთვის ნატოს თემაზე სემინარს გახსნიან ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე.
მისამართი: ნატოს სამეკავშირეო ოფისი, წინამძღვრიშვილის ქ.162
პრესასთან საკოტნაქტო პირი: ხათუნა საღინაძე 599284000, მარიამ ჯაფარიძე 555101040

16:00 საათზე, აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

18:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გამოფენა „საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები - ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია“ გაიხსნება.
მის.: შოთა რუსთაველის გამზ. #3

19:00 საათზე, „სოლიდარობის ფონდი“ ტექნოპარკში ონკოლოგიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონს გამართავს.
ტელ.: 593 970 570




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics