19:10 - 19 Jul, 2018
2018-04-22 15:57:08, 1269 ნახვა
სტოკჰოლმის ცენტრში ათასობით ადამიანმა დიჯეი Avicii-ს ხსოვნას პატივი მიაგო

შვედეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანი შეიკრიბა რათა პატივი მიეგოთ დიჯეი Avicii-სთვის რომელიც გუშინ 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სტოკჰოლმის  ცენტრში, სელგერსტოგის მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.  შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მუსიკოსის ხსოვნას. მოგვიანებით მის ცნობილ ჰიტებს მოუსმინეს.

ვედი დიჯეი Avicii 20 აპრილს, 28 წლის ასაკში ომანში გარდაიცვალა. 
როგორც ცნობილია, Avicii-ს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სწორედ ამ მიზეზით 2016 წელს მუსიკალური ტური შეწვიტა.
Avicii ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ერთერთი პიონერი იყო. მას მიღებული ჰქონდა MTV-ის 2 მუსიკალური ჯილდო და ერთი Billboard Music Award-ი. ამასთან, ის ორჯერ იყო ნომინირებული გრემიზე. 

 






სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics