10:08 - 24 Apr, 2019
2018-04-18 20:51:09, 1874 ნახვა
19 აპრილის ანონსი

19 აპრილს, 03:45 საათზე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში ვიზიტის წინ ვიზიტის შესახებ მედიისთვის კომენტარს გააკეთებს. 
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი (გაფრენის ტერმინალი) 
საკონტაქტო პირი თეა ბეგიაშვილი - 577 050 065

19 აპრილს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 
მის.: ინგოროყვას ქ. #7

19 აპრილს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დაარსების 12 წლის იუბილის აღსანიშნავად საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.  თემა: „თანამედროვე სამოსამართლო სწავლების გამოწვევები“. 

19 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს ბანკის სათავო ოფისში საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის მიხეილ გომართელის პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრება. 
თემა: ახალი საბანკო პროდუქტი. მის.: გაგარინის #29 ა, შესასვლელი სანაპიროს მხრიდან 

19 აპრილს, 12:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ეკატერინე მიშველაძის საქმის განხილვა გაგრძელდება.

19 აპრილს, 14:00 საათზე, კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წევრები კამპანია „მინდა ვენდო სასამართლოს“ ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან. თემა: სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა. 
მის.: ქუთაისი, აბაშიძის ქ. #26, საქართველოს პარლამენტი

19 აპრილს, 15:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კომისიის წევრები: მთავრობის, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. 
მის.: წერეთლის გამზ. #144 (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

შს მინისტრის კომენტარი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე






მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის ედება
პრაიდი: შსს-ს განცხადებით, გააკეთებენ მაქსიმუმს, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics