13:51 - 17 Jul, 2018
2018-04-17 15:47:03, 415 ნახვა
გახარია: ზოგიერთ შემთხვევაში ბანკები არის მუხრუჭი, ზოგში კი - ეკონომიკის განვითარებისთვის სერიოზული მამოძრავებელი ძალაა

„ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში ბანკები არის მუხრუჭი, ზოგ შემთხვევაში კი საკმაოდ სერიოზული მამოძრავებელი ძალაა ეკონომიკის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით,  საქართველოში ეკონიმიკური განვითარების ყველა სახის მუხრუჭი უნდა მოიხსნას.

„ჩვენი ძირითადი პრობლემა გახლავთ იმაში რომ არა მხოლოდ ეკონომიკური გადმოსახედიდან, მათ შორის უსაფრთხოების გადმოსახედიდანაც, ეს ქვეყანა უნდა გადავაქციოთ გამოწვევების ქვეყნიდან შესაძლებლობების ქვეყნამდე ეკონიმიკური თვალსაზრისით. ყველა სახის მუხრუჭი უნდა მოიხსნას. დამწყები ბიზნესმენებისთვის კაპიტალზე წვდომა არის უმნიშვნელოვანესი მათი განვითარებისთვის. ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში ბანკები არის მუხრუჭი, ზოგ შემთხვევაში კი საკმაოდ სერიოზული მამოძრავებელი ძალაა ეკონომიკის განვითარებისთვის“,- აღნიშნა გახარიამ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, „ბანკები ეკონომიკის განვითარები მუხრუჭი არ უნდა იყოს“.



სოციალური ქსელები
კომენტარები



პუტინი: საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად უარყოფითი რეაქცია გვექნება
მთაწმინდის პარკთან და რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics