13:51 - 17 Jul, 2018
2018-04-17 15:36:24, 380 ნახვა
გახარია ტატუნაშვილზე: გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად დაგვჭირდება

„გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად დაგვჭირდება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან მიმართებაში გამოძიება მიმდინარეობს. დღეს მე არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ ამ კონკრეტულ შეკითხვას, ორგანოების გადმოცემის საკითხს ვუპასუხო, ამაზე ჩვენ ვმუშაობთ. ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ის რომ ექსპერტიზა, რაც შეიძლება ეფექტური, ყოვლისმომცველი იყოს. ექსპერტიზა არის ჩვენი ძირითადი კომპონენტი, ძირითადი ინსტრუმენტი საგამოძიებო პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანისთვის, ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ სეგმენტს, რომელიც დაგვჭირდება სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად, მათ შორის, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევის კომპონენტიც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



პუტინი: საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად უარყოფითი რეაქცია გვექნება
მთაწმინდის პარკთან და რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics