13:51 - 17 Jul, 2018
2018-04-17 13:59:47, 408 ნახვა
ნადირაშვილი პრეზიდენტზე: პასუხისმგებლობისგან თავის არიდება უთავმოყვარეო საქციელია

„პასუხისმგებლობისგან თავის არიდება კიდევ უფრო უთავმოყვარეო საქციელია, ვიდრე მაგალითად ის ქმედება, როდესაც კონსტიტუციას ხელი მოაწერა“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას.

„არაადექვატური და ისტერიული ტონით პასუხი კრიტიკაზე ეს არის ქართული ოცნების სტილი, რისგანაც ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და მხარში ვედექით პრეზიდენტს. სამწუხაროა, რომ დღეს პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ზუსტად ასეთივე არაადექვატური და ისტერიული ტონი გამოიყენეს, როდესაც ჩვენ მას სამართლიანად ვაკრიტიკებდით. ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა ადამიანმა ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული. სიცოცხლეს გამოასალმა 25 წლის ადამიანი. პასუხისმგებლობისგან გამოძრომა, როდესაც ადამიანი უკვე დაიღუპა, როდესაც წინა შემთხვევები ვიცით მისგან გათავისუფლებულმა ნათესავებმა ხელახლა როგორ ჩაიდინეს დანაშაულები, ამ შემთხვევაში არ არის ლამაზი, რომ გამოძვრე პასუხისმგებლობისგან“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ  „ახალი, ბინძური კამპანია მიმდინარეობს“.

,,საქართველოს პარლამენტში ,,ევროპული საქართველოსა" და ,,ქართული ოცნების" მონაწილეობით  ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი  დღეს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა",- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



პუტინი: საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად უარყოფითი რეაქცია გვექნება
მთაწმინდის პარკთან და რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics