11:01 - 16 Jul, 2018
2018-04-17 13:50:05, 457 ნახვა
გმირთა მოედანზე არსებულ პანდუსსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოებს განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც სპეციალური ტექნიკის დახმარებით გმირთა მოედანზე არსებული პანდუსი და იუსტიციის სახლის მიმდებარე საფეხმავლო ხიდი მოირეცხება.

აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს, 24:00 საათიდან 07:00 საათამდე, გმირთა მოედანზე ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება - გადაიკეტება პანდუსზე ასასვლელი ხუთივე მონაკვეთი. ასევე, ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის. 

(NS)

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



მთავრობის შემადგენლობა დამტკიცებულია
ავტოავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე - დაიღუპა 3 ადამიანი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შავ სიაში სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია და კეზერაშვილიც მოხვდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics