13:53 - 17 Jul, 2018
2018-04-17 12:15:56, 574 ნახვა
ფინანსთა მინისტრის პარლამენტში შესახვედრად ოპოზიციამ შეკრება ვერ შეძლო

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პარლამენტში დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება და აცხადებს, რომ დღეს დაგეგმილი შეხვედრისთვის ოპოზიცია შეკრებას ვერ ახერხებს, რის გამოც იგი პარლამენტში აშშ-ში მისი ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ მივა.

"გულწრფელად მჯერა, სიღარიბის დამარცხება საყოველთაო ამოცანაა. მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე დისკუსია მთლიანად პარლამენტთან არის საჭირო და არა მხოლოდ მის უმრავლესობასთან. ვინაიდან, დღეს დაგეგმილი შეხვედრისთვის ოპოზიცია შეკრებას ვერ ახერხებს, გადავწყვიტე, პარლამენტში აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ მივიდე"- წერს მამუკა ბახტაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ეკონომიკის რეფორმის განსახილველად ხვალ პარლამენტში მისვლას გეგმავდა.

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



პუტინი: საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად უარყოფითი რეაქცია გვექნება
მთაწმინდის პარკთან და რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics