13:47 - 17 Jul, 2018
2018-04-17 10:27:55, 474 ნახვა
სასამართლო ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

პროცესი 13:00 საათზეა ჩანიშნული.

დღესვე, სასამართლო აღნიშნულ საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს, რომელსაც ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების  სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს გუშინ მიმართა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 17: 30 საათზე,  ვ.ბ-მ თავის გერს თ.გ.-ს, მცირეწლოვანი შვილების  თანდასწრებით, დანით, გულმკერდისა და ყელის არეში  მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად თ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ვ.ბ.-მ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ პირადად უამბო თ.ბ.-ს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად იცოდა ვ.ბ.-ს მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ვეფხია ბაქრაძეს ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 - დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო  მეორე დაკავებულს - თ.ბ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.   



სოციალური ქსელები
კომენტარები



პუტინი: საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად უარყოფითი რეაქცია გვექნება
მთაწმინდის პარკთან და რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics