21:57 - 21 Jun, 2018
2018-04-16 19:23:16, 649 ნახვა
რუსეთმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში ბრიტანეთი დაადანაშაულა

მოსკოვი დიდ ბრიტანეთს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ინსცენირებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში (OPCW) რუსეთის ელჩმა ალექსანდრ შულგინმა განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, არ არის გამორიცხული დიდი ბრიტანეთის დამხმარე ამერიკა ყოფილიყო.

„ეს იყო ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, აშშ-დან სავარაუდო მოკავშირეების მონაწილეობით. მიზანი საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და სირიის წინააღმდეგ აგრესიის გამართლება იყო“, - განაცხადა შულგინმა.

დიპლომატის განცხადებით, მოსკოვს აქვს უტყუარი მტკიცებულება, რომ 7 აპრილს სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღით თავდასხმა არ მომხდარა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



თბილისში ქუჩის მხატვრობაზე ჯარიმები შესაძლოა გაორმაგდეს
ქუჩის მუსიკოსებისთვის სანქციები არ დაწესდება
დღეს სელფის საერთაშორისო დღეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics