19:02 - 16 Oct, 2018
2018-04-16 18:48:52, 894 ნახვა
საია: კანონმდებლობით, NTV-PLUS-ს ავტორიზაცია ვერ უნდა გაევლო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო მედიაჰოლდინგის შვილობილ კომპანიას NTV-PLUS-ს საქართველოში ავტორიზაცია ვერ უნდა გაევლო.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიისთვის ავტორიზაციის გავლის დროს კანონმდებლობით სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია აუცილებელი იყო.

"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, „ნტვ პლუსი“ 2016 წლიდან საქართველოში თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებაზე ავტორიზებული პირია. „ნტვ პლუსის“ განცხადებით, საქართველოში შემოსვლა არ არის მხოლოდ ბიზნესპროექტი და მას „სოციალურ მისიადაც“ განიხილავენ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ავტორიზაციის მსურველი იურიდიული პირის მიერ დეკლარაციაში  სხვა ინფორმაციასთან ერთად მითითებული უნდა იყოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები და თან უნდა ერთვოდეს აღნიშნული რეესტრიდან  ამონაწერი.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად კი, საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ამდენად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის მსურველი პირიც რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოში. შესაბამისად, კომისია არ იყო უფლებამოსილი, „ნტვ-პლუსისთვის“  ავტორიზაციის გავლის შესაძლებლობა მიეცა.

არასწორია ის განაცხადიც, რომ კომისიამ შეცვალა პრაქტიკა ამ საკითხთან მიმართებაში და დღეს აქედან გამომდინარეა საჭირო ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. 2016 წელსაც და დღესაც კანონმდებლობა ავტორიზაციის გასავლელად ცალსახად  ითხოვს იურიდიული პირების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაციას. კანონის მოთხოვნებს კი კომისია საკუთარი პრაქტიკით ვერ შეცვლის.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომისია  „ნტვ-პლუსი“-ს  მიმართავს  წერილით კომისიაში წარმოდგენილ დეკლარაციაზე საქართველოს  მეწარმეთა და არასამეწარმეო  იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის დართვასთან დაკავშირებით, დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა კი გამოიწვევს  ავტორიზაციის შეჩერებას.

დღეს არსებული მდგომარეობით, დამატებითი ინფორმაციის წარდგენის დავალება - კერძოდ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გავლა და შემდგომ ამონაწერის კომისიაში წარდგენა, სამართლებრივ პრობლემას ვერ აღმოფხვრის, ვინაიდან რეესტრში რეგისტრაცია წარმოშობს ახალ სუბიექტს, რომელიც ვერ იქნება დღეს თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებაზე ავტორიზებული პირი - „ნტვ-პლუსი”.

საია მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს აღნიშნული საკითხი, შეუჩეროს ავტორიზაცია თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებაზე საქართველოში ავტორიზებულ „ნტვ-პლუსის“ და მიმართვის შემთხვევაში თავიდან იმსჯელოს ახალი - საქართველოში რეგისტრირებული სუბიექტის ავტორიზაციის საკითხზე“, - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



რუსული ეკლესიის მრევლი ათონის მთაზე ლოცვას ვეღარ შეძლებს
ადვოკატის ინფორმაციით, მირზა სუბელიანმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics