15:50 - 18 Jun, 2018
2018-04-16 18:07:32, 389 ნახვა
ქორიძე: რატომ მოგვივიდა დადებითი დასკვნა ვეფხია ბაქრაძესთან დაკავშირებით? ეს განგებ გააკეთეს?!

შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ეჭვმიტანილის და ყოფილი მსჯავრდებულის ვეფხია ბაქრაძის შეწყალებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების საფუძვლები განმარტა.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე დაინტერესდა  თუ რატომ მიიღო შეწყალების კომისიამ ვეფხია ბაქრაძესთან დაკავშირებით მის გათავისუფლებამდე 8 თვით ადრე დაადებითი, ხოლო 6 თვით ადრე ე.წ. უდოს კომისიამ - უარყოფითი დახასიათება.

„შეწყალების პროცედურა პირველად 2015 წლის ივლისის კომისიაზე იხილებოდა. მაშინ შეწყალების კომისიამ უარყოფითი დასკვნა გასცა პრეზიდენტთან. რაც შეეხება 2016 წლის ოქტომბერს, ამ დროს კომისიამ მიაწოდა დადებითი რეკომენდაცია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ მონაცემების გათვალისწინებით, რაც გვქონდა ჩვენ. პრეზიდენტმა სასჯელი ვეფხია ბაქრაძეს მაშინ გაუნახევრა. წელიწადი და ორი თვე იყო დარჩენილი სასჯელის ამოწურვამდე, 2017 წლის 28 დეკემბერს უნდა დაეტოვებინა მას დაწესებულება, მაგრამ შეწყალების მექანიზმის გამოყენებით მან საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2017 წლის 25 მაისს.

ჩვენც გვაქვს ეს ეჭვი, რომ თუ ამ გადაწყვეტილების შემდგომ, ანუ როდესაც პრეზიდენტმა გაუნახევრა სასჯელი ვეფხია ბაქრაძეს, მას საპატიმროდ მოსახდელად დარჩა შვიდი თვე და მას გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ უკვე ვადის გასვლამდე მიემართა დადგენილი წესისა და დებულების შესაბამისად პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიისთვის.

ეს ექვსი უარი ნიშნავს იმას, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ვეფხია ბაქრაძე მიმართავდა უდო-ს კომისიას და ექვსჯერვე მიიღო უარი და როგორც გუშინ მოვისმინეთ, საჯაროდ სამინისტროს წარმომადგენელის მხრიდან, ისინი ეყრდნობოდნენ უარყოფით დახასიათებას.

მაშინ გვიჩნდება კითხვა, რომ თუ უარყოფითად ხასიათდება ეს მსჯავრდებული ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რვა თვით ადრე რატომ ხასიათდებოდა ასე დადებითად და რატომ მოგვივიდა ჩვენ ასეთი დასკვნა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროდან? რა, ეს განგებ გააკეთეს?", - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება
საქართველოს მოქალაქეებისთვის მონტენეგროში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა
„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს პრემიერის კანდიდატურაზე იმსჯელებენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics