15:50 - 18 Jun, 2018
2018-04-16 17:04:43, 641 ნახვა
ფოთში მალთაყვის უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილეს

მალთაყვის უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით მომზადდა, 16 აპრილს ფოთში საჯარო შეხვედრაზე განიხილეს.

პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები,  ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე და დეპარტამენტის ექსპერტ-კონსულტანტი კახა ნიაური ესწრებოდნენ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №632  განკარგულების შესაბამისად, ფოთში მალთაყვის უბნის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის  შემუშავების მიზნით ეკონომიკის სამინისტრომ საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შესარჩევი კონკურსი გასულ წელს გამოაცხადა, სადაც  გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,ურბანიკა."

ამ ეტაპზე დასრულდა აღნიშნული დოკუმენტაციის მომზადების მეორე ეტაპის სამუშაოები და  მიმდინარე წლის 16 აპრილს ქალაქ ფოთში ჩატარდა  აღნიშნული დოკუმენტაციის საჯარო განხილვა.  ავტორთა ჯგუფმა  პრეზენტაციის სახით წარმოადგინა მათ მიერ შესრულებული  სამუშაოების შესახებ ინფორმაცია.                                          

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო განხილვის პროცესში და საერთო ჯამში,  მოსახლეობის მხრიდან დადებითად იქნა აღქმული წარმოდგენილი პრეზენტაცია.

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება
საქართველოს მოქალაქეებისთვის მონტენეგროში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა
„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს პრემიერის კანდიდატურაზე იმსჯელებენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics