13:54 - 17 Jul, 2018
2018-04-16 13:18:31, 460 ნახვა
ბახტაძე: მთავრობამ მნიშვნელოვნად დააჩქარა კაპიტალური ხარჯები ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციების სახით

გასულ და მიმდინარე წელს, დაიწყო ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის რეალიზაცია, - ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა მამუკაბახტაძემ განაცხადა. 

ბახტაძის თქმით,  საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვნად დააჩქარა კაპიტალური ხარჯები ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციების სახით.

„გასულ და მიმდინარე წელს, დაიწყო ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის რეალიზაცია, მათ შორისაა, რიკოთის მონაკვეთის ოთხივე სექცია, სამხრეთის მაგისტრალი რუსთავიდან აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრების მიმართულებით, საქართველოსთვის უპრეცედენტო სირთულის ხელოვნური ნაგებობები და გვირაბების მშენებლობა ნატახტარი-ყაზბეგის და ქუთაისი-მესტიის მიმართულებით. სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამამ და ჩვენმა წარმატებულმა ფისკალურმა პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი, რომ ყველა მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტზე უკვე მოძიებულია დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ერთ წელიწადში შემცირდა ფისკალური დეფიციტი 3 პროცენტზე ქვევით. 

''ეს არის ნიშნული, რომელიც არის ჯანსაღი, რომელიც მიუთითებს, რომ საბიუჯეტო სექტორი ქვეყანაში არის სტაბილური მაკროეკონომიკური ატმოსფეროს გარანტი," - აღნიშნა ბახტაძემ. 
ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას, მის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა მარტინს, მის გუნდს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდი ასევე ჩვენი ეკონომიკური პროფილის სამინისტროების შესაბამის უწყებებს და ეროვნულ ბანკს იმ ძალიან მნიშვნელოვანი შრომისთვის, რაც იქნა გაწეული. ჩვენი და ძალიან ბევრი ექსპერტის შეფასებით, ის პროგრამა, რაც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ასე აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში," - განაცხადა ბახტაძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა სპეციალური ბრიფინგი. პრესის წარმომადგენლების წინაშე განცხადებები გააკეთეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ,  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა.

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



პუტინი: საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად უარყოფითი რეაქცია გვექნება
მთაწმინდის პარკთან და რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics