11:00 - 16 Jul, 2018
2018-04-16 11:02:47, 510 ნახვა
ერევანში მომიტინგეებმა ცენტრალური გამზირი გადაკეტეს (LIVE)

ერევანში მომიტინგეებმა პარტია „სამოქალაქო თანხმობის“ საბჭოს წევრის ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი გადაკეტეს და ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა ავტომობილების მძღოლებს ბოდიში მოუხადა და განუმარტა, რომ ეს პოლიტიკური აქციაა.

„ბოდიშს ვუხდით ყველა მოქალაქეს, ვისაც უხერხულობა შეექმნა, თუმცა ამ მცირე უხერხულობით ჩვენ ვცდილობთ თავი ავარიდოთ უფრო დიდ უხერხულობას, რომელსაც სერჟ სარგსიანი და რესპუბლიკური პარტია ჰქვია“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ერევანში აქცია გუშინ დაიწყო, აქციის მონაწილეებმა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის წარდგენა გააპროტესტეს. მათი თქმით, სარგსიანი ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს.

 შეგახსენებთ,  რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. მათი თქმით, აქციების მიზანია 17 აპრილს სომხეთის პარლამენტის შენობის ბლოკირება და პრემიერ-მინისტრის არჩევნების ჩაშლა.







სოციალური ქსელები
კომენტარები



მთავრობის შემადგენლობა დამტკიცებულია
ავტოავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე - დაიღუპა 3 ადამიანი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შავ სიაში სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია და კეზერაშვილიც მოხვდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics