08:59 - 18 Jul, 2018
2018-04-15 16:20:21, 613 ნახვა
კახი კალაძე: პრემიერსა და პარლამენტის თავმჯოდმარეს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს

თბილისის მერი კახი კალაძე ირწმუნება, რომ პრემიერსა პარლამენტის თავმჯდომარეს შორის არავითარი დაპირისპირება არ არსებობს და არც უმრავლესობის ერთიანობას ემუქრება საფრთხე:

„ არავის გარიცხვაზე არაა საუბარი. არანაირი პრობლემა არ არსებობს უმრავლესობაში.ის, რომ იყო აზრთა სხვადასხვაობა, იყო მსჯელობა, ნორმალური პროცესია.ყველაფერი დალაგდება“,-აღნიშნა კალაძემ „შაბათის კურიერში“ გასაჯაროებულ პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის მიმოწერასთან  დაკავშირებით.

„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, პრემიერის პერსონალური გზავნილი, რომლის ადრესატიც პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მმართველი პარტიის დეპუტატების საერთო ჩათში გაიგზავნა. გიორგი კვირიკაშვილი მესიჯში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძესაც, ახსენებს.

პრემიერი მესიჯში კობახიძეს წერს, რომ მისი არცერთი მოსაზრება არ იყო გაზიარებული, რაც მისთვის სამწუხაროა.

კურიერის ინფორმაციით, მიმოწერამდე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ შეკრებაზე დაპირისპირება მოხდა, როდესაც ირაკლი კობახიძემ პრემიერის თანდასწრებით შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ დეპუტატს და გიორგი კვირიკაშვილმა მას ამ დეპუტატისადმი ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

„ირაკლი, არ მინდოდა აქ მეტი დეტალის დაწერა, თუმცა, შენს ბოლო გზავნილს გავეცანი და გადავწყვიტე, მოკლედ განვმარტო ჩემი პოზიცია. ჩემს ბოლო მონაწერში ვიგულისხმე ყველა, ვინც ჩემს სახელს უხვად ახსენებს, რა თქმა უნდა, ის დეპუტატები, ვინც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე გადავიდა და საკუთარი პოზიციების არგუმენტაციას ახდენს ჩემს მიერ გაკეთებულ კომენტარებზე აპელირებით და, რა თქმა უნდა, მამუკაც, რომელმაც ჩემი ნათქვამის ცალმხრივი გასაჯაროება გააკეთა, რაც ჩემთვის მიუღებელია. ხარისხებს არ ვადარებ და, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფას გამართლება არა აქვს და მით უმეტეს, არც შენი იმპიჩმენტის მოთხოვნას არა აქვს არანაირი გამართლება. ვადასტურებ, რომ შეხვედრაზე მე აღვნიშნე, რომ პიროვნული შეურაცხყოფა, როგორც შიდა შეხვედრებზე, ისე, მით უმეტეს, საჯაროდ, არის კატეგორიულად მიუღებელი, თუმცა, ამის გარდა, ისიც აღვნიშნე, რომ საკითხების მომზადებაში, პროცესის შიდა გამჭვირვალეობაში და დეპუტატებთან კომუნიკაციაშიც დაშვებული იქნა არაერთი შეცდომა, რაშიც არც ერთი ჩემი მოსაზრება არ იქნა გაზიარებული შენს მიერ, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. იმედი მაქვს, რომ ამ პროცესებს მოვაწესრიგებთ და ისეთი დონის დეტალიზაციას და ნორმატივიზაციას მოვახდენთ, რომ მომავალში გაუგებრობები აღარ იქნება. მადლობა ყურადღებისთვის,“ - წერს გიორგი კვირიკაშვილი.

პრემიერის გზავნილის შემდეგ ირაკლი კობახიძე გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს, თუმცა, ის მაკოს მიმართავს. აქ, სავარაუდოდ, საუბარია პრემიერის პრესსამსახურის უფროს მაკო ბიგვავაზე.

„მაკო, ძალიან ცუდია, როცა პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალურ მესიჯს წერს არა პირადად, არამედ საერთო ჩათში. კარგი იქნებოდა, ჩათში ჩაგდებამდე საქმის კურსში ჩაგეყენებინე. ასეთ შემთხვევაში, ამ უხერხულობას, დარწმუნებული ვარ, ავიცილებდით თავიდან,“ - წერს ირაკლი კობახიძე.

 

 

 

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



19 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
შსს-მ 7 ნარკორეალიზატორი დააკავა
„რა უნდა გავითვალისწინოთ ხორცის შეძენისას“ - სეს-ი მოსახლეობას აფრთხილებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics