13:48 - 17 Jul, 2018
2018-04-15 13:43:19, 541 ნახვა
შსს-მ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულს 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული თ.ბ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული  2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ვ.ბ., რომელიც სამართალდამცველებმა 14 აპრილს თელეთში დააკავეს, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ, თავის ახლობელთან - თ.ბ.-სთან მივიდა და მის სახლში იმალებოდა. თ.ბ.-მ მომხდარი მკვლელობის შესახებ იცოდა, მაგრამ პოლიციას არ შეატყობინა.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს",- ნათქვამია განცხადებაში.



სოციალური ქსელები
კომენტარები



პუტინი: საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად უარყოფითი რეაქცია გვექნება
მთაწმინდის პარკთან და რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics