11:02 - 16 Jul, 2018
2018-04-15 13:28:27, 496 ნახვა
შვეიცარიის ლაბორატორიამ არ დაადასტურა, რომ სკრიპალები BZ-თი მოწამლეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, შვეიცარიის ექსპერტებმა შპიცის ლაპორატორიაში დაადგინეს, რომ სკრიპალი და მისი ქალიშვილი არა ნერვულ- პარალიტიკური შხამით, „ნოვიჩოკით“, არამედ ნივთიერება BZ-ით მოწამლეს, რომელიც დასავლეთის ქვეყნებშია დამზადებული.

თუმცა, ქალაქ შპიცში მდებარე ცენტრში  მინისტრის მიერ გავრცელებული ცნობა არ დაადასტურეს.
Twitter-ით გავრცელებულ განცხადებაში, ნათქვამია, რომ ექსპერტები სრულად იზიარებენ ბრიტანელი მეცნიერების მიერ, პორტონდაუნში ჩატარებული კვლევების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც სკრიპალები შხამ „ნოვიჩოკით“ არიან მოწამლულები.

„მხოლოდ „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას“ შეუძლია მსგავს განცხადებებს უპასუხოს. ჩვენ გავიმეორებთ იმას, რაც 10 დღის წინ ვთქვით. ეჭვი არ გვეპარება, რომ პორტინ დაუნის ლაბორატორიამ  „ნოვიჩოკის“ იდენტიფიცირება მოახდინა. როგორც პორტინ დაუნი, ისე შპიცის ლაბორატორია „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის“ მიერ სერტიფიცირებული დაწესებულებებია. სტანდარტები იმდენად მაღალი და მკაცრია, რომ დასკვნის ნდობა შესაძლებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მამა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა, რასაც თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა.







სოციალური ქსელები
კომენტარები



მთავრობის შემადგენლობა დამტკიცებულია
ავტოავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე - დაიღუპა 3 ადამიანი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შავ სიაში სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია და კეზერაშვილიც მოხვდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics