10:43 - 16 Jul, 2018
2018-04-12 23:12:50, 495 ნახვა
13 აპრილის ანონსი

13 აპრილს, 10:30 საათზე, ტექნოპარკში, თემაზე - „ენერგოეფექტურობა მშენებლობაში“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, GIZ-ის, გერმანიის საელჩოს, დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები დაესწრებიან. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე გახსნის.
მის.: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #1

13 აპრილს, 10:30 საათზე, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და თბილისის კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ქერელაშვილი ერთობლივი პრესკონფორენიციას გამართავენ.
თემა: Check in Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი მორიგი პროექტის პრეზენტაცია.
მის.: სანაპიროს ქ. #4, მე-8 სართული.

13 აპრილს, 11:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით, სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც განიხილება ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და შემუშავდება იმპლემენტაციის გეგმა. სხდომას გაუძღვება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. მის.: ინგოროყვას ქ. #7 საკონტაქტო პირი თეონა დოლიაშვილი - 599 25 82 25

13 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დედაენის ბაღში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნობა.

13 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებულ მასშტაბურ სამუშაოებს დაათვალიერებენ, ასევე შეხვედრას გამართავენ სტუდენტებთან და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან.

13 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს. მის.: ლერმონტოვის ქ. N10, სასტუმრო „იოტა“

13 აპრილს, 13:00 საათზე, „თიბისი გალერეაში“ „თიბისის“ ახალი პროექტის -„ქართულად“ - შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც პროექტში ჩართული მხარეები: თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, პროფესორი თინა მარგალიტაძე, Microsoft-ისა და ჯეოლაბის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის.: მარჯანიშვილის ქ. #7, თიბისის სათავო ოფისი, თიბისი გალერეა

13 აპრილს, 15:00 საათზე, კონფერენცია, სახელწოდებით „უსაფრთხო სკოლა“ გაიმართება, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გახსნის. 
მის.: რუსთაველი #13, სასტუმრო „თბილისი მარიოტი“

13 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

13 აპრილს, 17:00 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე და ფრაქციის წევრები აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან, სახალხო დამცველის ოფისისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან სისხლის სამართლის სფეროსთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას გამართავენ. მის.: თბილისი, პარლამენტი, ოთახი N307 (A კორპუსი, III სართული)

 

 

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



მთავრობის შემადგენლობა დამტკიცებულია
ავტოავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე - დაიღუპა 3 ადამიანი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შავ სიაში სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია და კეზერაშვილიც მოხვდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics