10:41 - 16 Jul, 2018
2018-04-11 16:18:01, 821 ნახვა
რუსეთში გამოკითხულთა 57%-ს სტალინი „ბრძენ ხელმძღვანელად“ მიაჩნია

დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტის "ლევადა ცენტრის" ინფორმაციით, რუსეთში გამოკითხული საზოგადოების 57%-ს სტალინი „ბრძენ ხელმძღვანელად“ მიაჩნია, რომელმაც საბჭოთა კავშირი ძლევამოსილ და აყვავებულ ქვეყნად აქცია, - შესაბამისი კვლევა ინსტიტუტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

კვლევის თანახმად, სტალინისადმი დადებითი დამოკიდებულების მხრივ, ვითარება 2016 წლის გამოკითხვის შემდეგ, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა თუმცა ცვლილება 2008 წელთან შედარებით შესამჩნევია. მაშინ საბჭოთა დიქტატორს დადებითად აფასებდა რუსეთში გამოკითხულთა 50%-მდე.

წელს მარტში ჩატარებულმა გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ 44% სტალინს „სასტიკ, არაადამიანურ ტირანად“ მიიჩნევს, რომელსაც პასუხისმგებლობა მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილზე ეკისრება. 2008 წელს ასე ფიქრობდა გამოკითხულების 68%.

ამასთან, მოსახლეობის უმეტესობა, მათ შორის ისინი ვინც სტალინს ნეგატიურად აფასებს, ტანხმდება, იმაზე, რომ საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომი მხოლოდ მისი ხელმძღვანელობის დამსახურებით მოიგო.

სრული კვლევის სანახავად გადადით ბმულზე: https://www.levada.ru/2018/04/10/17896/



სოციალური ქსელები
კომენტარები



მთავრობის შემადგენლობა დამტკიცებულია
ავტოავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე - დაიღუპა 3 ადამიანი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შავ სიაში სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია და კეზერაშვილიც მოხვდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics