13:51 - 17 Jul, 2018
2018-03-26 13:24:53, 1103 ნახვა
ჯაზ ფესტივალისთვის თბილისში Bad Plus, Naturally 7 და ლეგენდარული ჯგუფი Miles Electric Band ჩამოვა

წელს პირველად, თბილისის რიგით 21-ე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი შემოდგომის ნაცვლად, გაზაფხულზე ჩატარდება.

თბილისის "ივენთ ჰოლში" "თიბისი სტატუსისა" და კომპანია "ისთერნ პრომოუშენის" 2018 წლის ერთობლივი მუსიკალური პროექტების პრეზენტაცია დღეს  გაიმართა.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანმა და  „ისთერნ პრომოუშენის“ დირექტორმა გიორგი კერესელიძემ დაგეგმილი ფესტივალებისა და ღონისძიებების შესახებ  ისაუბრეს.

ფესტივალი 28-30 აპრილს გაიმართება და ტრადიციულად ჯაზის მოყვარულებს მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს შესთავაზებს. მათ შორის, ჯაზის მსმენელები 28 აპრილს თბილისში ჯაზ-ტრიო Bad  Plus-სს იხილავენ. 29 აპრილს თბილისში ჯგუფი Naturally 7 ჩამოდის. 30 აპრილს, ფესტივალის ბოლო დღეს, დიდი დარბაზი თბილისში უმასპინძლებს ლეგენდარულ ჯგუფს Miles Electric Band. სპეციალური სტუმარი რავი კოლტრეინი იქნება. ცნობილი ჯაზ-შემსრულებლები ქართველი სტუდენტებისთვის მასტერ- კლასს ჩაატარებენ.

„თიბისი სტატუსი“ და „ისთერნ პრომოუშენი“ წლების განმავლობაში ქვეყანაში ახორციელებენ ძალიან დიდი ივენთებს რამოდენიმე ფორმატის  ფარგლებში.ეს არის თბილისის ჯაზ-ფესტივალი, შავი ზღვის  ჯაზ-ფესტივალი, შარშან დაემატა  “Jazz & Wine Kakheti”. ჩამოგვყავს ძალიან დიდი მუსიკოსები,ჩვენი მიზანი-თიბისი სტატუსის ისაა, რომ ქვეყანაში ზძალიან ბევრი ძალიან მაგარი ხელოვანი და მუსიკოსი ჩამოიყვანოს. მოსახლეობას მისცეს საშუალება,ამით ისიამოვნოს“,-განაცხადა თიბისი  ბანკის დირექტორის მოადგილე  ნიკა ქურდიანმა.

თბილისის რიგით 21-ე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის ბილეთები 26 მარტიდან ონლაინ TKT.ge-ზე გაიყიდება. ბილეთების ფასი 60 ლარიდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ  თბილისის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, წელს  ჯაზის საერთაშორისო დღე-30 აპრილი პირველად აღინიშნება.

ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში, იუნესკოს გენერალური დირექტორის-ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის, მუსიკოს ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით დაწესდა და მას შემდეგ ყოველ 30 აპრილს, 200-ზე მეტ ქვეყანაში მასშტაბური კონცერტებით, კონფერენციებითა და სხვადასხვა პერფორმანსით  აღინიშნება.



სოციალური ქსელები
კომენტარები



პუტინი: საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად უარყოფითი რეაქცია გვექნება
მთაწმინდის პარკთან და რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics