21:01 - 21 Jul, 2018
2018-03-18 12:09:36, 1189 ნახვა
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ე.წ. საზღვარზე გამშვები პუნქტები დროებით დაიხურა

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით,  ე.წ. საზღვარზე გამშვები პუნქტები დროებით დაიხურა. 

„სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ე.წ. საზღვარზე გამშვები პუნქტების მუშაობა 19 მარტის 06:00 საათიდან აღდგება.


რუსეთის არჩევნებში სულ 8 კანდიდატი  მონაწილეობს: რუსეთის “კომუნისტური პარტიიდან”  პაველ გრუდინინი, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, “იაბლოკოს” დამფუძნებელი გრიგორი იავლინსკი, ტელეწამყვანი, “სამოქალაქო ინიციატივის” კანდიდატი ქსენია სობჩაკი, “ზრდის პარტიის” ლიდერი ბორის ტიტოვი, “რუსეთის კომუნისტების” ხელმძღვანელი მაქსიმ სურაიკინი,  “რუსეთის საერთო სახალხო კავშირის” კანდიდატი” სერგეი ბაბურინი. ასევე, რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.


 

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია
პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics