09:52 - 20 Jun, 2018
2018-03-14 10:48:37, 1584 ნახვა
პრემიერი: რუსეთის პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, შესაძლოა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ბევრი რამ მისაღები არ იყო, თუმცა „ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის“:

„მინდა აღვნიშნო იმ პასუხის შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციისგან მივიღეთ, რა თქმა უნდა ბევრი რამ შეიძლება მისაღები არ იყოს ამ პასუხში, ერთი რამ არის აუცილებლად სათქმელი, რომ ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისათვის. და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი სივრცე შეიქმნას, არსებობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი და ამ ფორმატში გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც თუნდაც მცირე პროგრესს მოგვიტანს. ეს მცირედი პროგრესი არის საქართელოში სტაბილურობის წყარო და ამ არეულ მსოფლიოში ჩვენს ქვეყანას თუ რამე ჭირდება დღეს, ეს არის სტაბილური ცხოვრების საშუალება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა, აბსოლუტურად ჯანსაღად აფასებს იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას 12 მარტს უპასუხეს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ რუსეთი როგორც ადრე, ახლაც დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებით.

"რუსეთი მზადაა იმდენად წინ წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზადაა თბილისი. კვირიკაშვილის მიერ ნახსენები ჟენევის დისკუსიის პროგრესისკენ სწრაფვა, აჩენს საქართველოს მხარის კონსტრუქციულობის იმედს მარტის თვეში, შემდეგი რაუნდის დროს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს სხვა მოლაპარაკებებს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ წარუძღვება საქართველოს დელეგაციას ჟენევაში. არ შეიძლება არ მივესალმოთ სწრაფვას პირდაპირი დიალოგისადმი აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთის წამრომადგენლებთან. სწორედ ესაა იმ საკითხების დარეგულირების რეალური გზა, რომელიც საქართველოს აწუხებს და რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ჩარჩოებს მიღმა არსებობს.ეს ეხება, კერძოდ, სამწუხაროდ მომხდარ ინციდენტს საქართველოს მოქალაქე ა. ტატუნაშვილთან დაკავშირებით“,-ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა 9 მარტს განცხადება გაავრცელა, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას მიმართა. განცხადებაში მთავრობის მეთაური რთული ვითარების დასაძლევად, ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე საუბრობს.



სოციალური ქსელები
კომენტარები



პრეზერვატივის საქმე სტრასბურგში მიდის - რა მორალის დაწესება უნდა ქართულ ამორალურ სასამართლოს?
„საქართველოს რკინიგზა“ - ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე მატარებლის მოძრაობა შეფერხდა
სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics