16:39 - 15 Aug, 2018
2018-03-13 23:39:59, 670 ნახვა
კობახიძე: რეზოლუციასთან დაკავშირებით დათმობებზე საუბარი არასწორია, მთავარია საერთო ტექსტზე შევთანხმდეთ

„რეზოლუციასთან დაკავშირებით დათმობებზე საუბარი არასწორია.  მთავარია, რომ ჩვენ ერთად შევთანხმდეთ საერთო ტექსტზე - ეს უნდა იყოს სულისკვეთება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე საერთო რეზოლუციის თაობაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქმე საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხს ეხება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი კიდევ ერთხელ გამოთქვა, რომ ერთიან ტექსტთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.

„აქ საქმე ეხება საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხს: ეს არის ოკუპაციის საკითხი, ეს არის ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ საერთო სულისკვეთებიდან გამომდინარე და მე კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ მოხერხდება შეთანხმების მიღწევა ერთიან ტექსტთან დაკავშირებით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია
ქართული ოცნება ვერ ყალიბდება ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics