16:39 - 15 Aug, 2018
2018-03-13 20:04:20, 950 ნახვა
გიორგი მარგველაშვილმა კონგრესში ნატოს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა კონგრესში და კონგრესმენ ჯერალდ კონოლს შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილმა რეგიონის და საქართველოს უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის, რომელიც არაერთხელ დაუფიქსირებია საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების ინიცირებისას და მიღებისას.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდირება,  მხარდამჭერი ტერმინოლოგიის და განცხადებების მობილიზება, - ეს მხარდაჭერა გულისხმობს, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და რუსეთის ოკუპაციის, ასევე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქართული დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში 16 მარტს დასრულდება.



სოციალური ქსელები
კომენტარები



სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია
ქართული ოცნება ვერ ყალიბდება ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics