19:36 - 21 Jul, 2018
2018-03-13 18:11:06, 942 ნახვა
ე.წ. კანონიერი ქურდობა 9-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ" კანონპროექტს და თანმდევ ცვლილებებს.

მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან  და კანონიერ ქურდებთან რაიმე ფორმით კავშირი სისხლის  სამართლებრივად დასჯადი იქნება:

"ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ფაქტობრივად, ამ კანონპროექტით ვამბობთ, რომ არც ერთი ქმედება, არანაირი კავშირი ქურდულ სამყაროსთან და კანონიერ ქურდებთან, არა მხოლოდ ამ სამყაროში მოღვაწე პირების, არამედ ნებისმიერი სხვა პირის, რომელიც რაიმე ფორმით ამ ადამიანებთან კონტაქტს დაამყარებს,მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით რაიმე ქმედებას განახორციელებს,არ დარჩება დაუსჯელი და დაისჯება სისხლის სამართლის წესით,  თანაც საკმაოდ მკაცრი სანქციით.დანაშაულს ვარქმევთ მთელ რიგ ქმედებებს, რომელსაც დღეს დანაშაული არ ჰქვია, რათა მოგვეცეს იმ პირების დასჯის შესაძლებლობა,რომლებიც დღეს ვერ ისჯებიან",-აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მკაცრდება არსებული სანქციები კანონიერი ქურდებისა და ქურდული სამყაროს წევრების მიმართ. მეზვრიშვილის თქმით, კანონიერი ქურდობა 9-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.



სოციალური ქსელები
კომენტარები



„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია
პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics