03:50 - 22 Jun, 2018
2018-03-13 17:45:21, 475 ნახვა
დე-ფაქტო საგარეო მინისტრი: ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან რეალურ ნაბიჯებს, რაც ხელს შეუწყობდა დიალოგის ჩამოყალიბებას

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას გამოეხმაურა.

Apsnypress-ის ინფორმაციით, კოვემ აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ რეალურ ნაბიჯეს, რათა კონფლიქტის დარეგულირება მოხდეს.

„ჩვენ ყურადღება მივაქციეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მორიგ განცხადებას, რომელშიც მან დაადასტურა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის მზაობა. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი ასეთი ტიპის განცხადება საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან. პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან რეალურ ნაბიჯებს, რაც ხელს შეუწყობდა დიალოგის ჩამოყალიბებას და კონფლიქტის დარეგულირებას. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ქართულ მხარეს არ ესმის არსებული პრობლემები და კატეგორიულად უარს აცხადებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი დოკუმენტის დადებაზე. ჩვენი თვალსაზრისით, ასეთი ტიპის დოკუმენტის მიღება კარგი საფუძველი იქნებოდა საქართველო-აფხაზეთის მოლაპარაკებებისთვის რუსეთისა და სხვა საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით“, - აღნიშნა დაურ კოვემ.

დე-ფაქტო საგარეო მინისტრის შეფასებით, ჟენევის დისკუსიები სტაგნაციაშია და მრავალი წლის განმავლობაში შედეგის მომცემი არაა. 

"იმ შემთხვევაში თუ ქართული მხარის რეალურ მზაობას დავინახავთ სრულფასოვანი სახელმწიფოთაშორისი დიალოგის ჩამოსაყალიბებლად, მაშინ მზად ვართ, მასში მონაწილეობა მივიღოთ. ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად ქართული მხარე პოლიტიკურ ნებას გამოავლენს", - დასძინა კოვემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



თბილისში ქუჩის მხატვრობაზე ჯარიმები შესაძლოა გაორმაგდეს
ქუჩის მუსიკოსებისთვის სანქციები არ დაწესდება
დღეს სელფის საერთაშორისო დღეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics