16:39 - 15 Aug, 2018
2018-03-13 17:00:43, 1130 ნახვა
ტრამპმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 

ამის შესახებ, ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

ტრამპმა ტილერსონს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანის თანამდებობას, ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორი მაიკ პომპეო დაიკავებს.

„მაიკ პომპეო, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსი, ჩვენი ახალი სახელმწიფო მდივანი გახდება. ის ფანტასტიკურ სამსახურს გაგვიწევს! მადლობა რექს ტილერსონს მისი მუშაობისთვის! ჯინა ჰასპელი გახდება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ახალი უფროსი და ამ თანამდებობაზე პირველი ქალი იქნება“, - წერს ტრამპი.

 







სოციალური ქსელები
კომენტარები



სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია
ქართული ოცნება ვერ ყალიბდება ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics