03:49 - 22 Jun, 2018
2018-03-13 14:54:15, 445 ნახვა
სამადაშვილი: რუსეთმა დაადასტურა, რომ პრემიერის განცხადება უკიდურესად დამაზიანებელი იყო საქართველოს ინტერესებისთვის

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ პრემიერის განცხადება უკიდურესად დამაზიანებელი იყო საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის.

"ფაქტობრივად, ამ განცხადებით, ბატონმა კვირიკაშვილმა რუსეთს მისცა შესაძლებლობა, რომ მოიხსნას პასუხისმგებლობა, როგორც მხარემ კონფლიქტის და რეალურად შექმნას  ისეთი ვითარება, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციის თემა მოიხსნას დღის წესრიგიდან და რუსეთი დაუბრუნდება იმ ვითარებას, როდესაც ის ჩაითვლება არა მხარედ ამ კომფლიქტის, არამედ მშვიდობოსმყოფელ და შუამავალ ძალად",-აღნიშნა სამადაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას გუშინ უპასუხეს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ  ყურადღებით გაეცნენ საქართველოს მთავრობის მეთაურის  განცხადებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით,   არავის  უნდა ეპარებოდეს  ეჭვი, რომ  რუსეთი  როგორც ადრე, ახლაც დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებით.

"რუსეთი მზადაა იმდენად წინ წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზადაა თბილისი. კვირიკაშვილის მიერ  ნახსენები  ჟენევის დისკუსიის პროგრესისკენ სწრაფვა, აჩენს საქართველოს მხარის კონსტრუქციულობის იმედს მარტის თვეში, შემდეგი რაუნდის დროს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს სხვა მოლაპარაკებებს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ წარუძღვება საქართველოს დელეგაციას ჟენევაში.

არ შეიძლება არ მივესალმოთ სწრაფვას პირდაპირი დიალოგისადმი აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთის წამრომადგენლებთან. სწორედ  ესაა იმ საკითხების დარეგულირების  რეალური გზა, რომელიც  საქართველოს აწუხებს და რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ჩარჩოებს მიღმა არსებობს.ეს ეხება, კერძოდ, სამწუხაროდ მომხდარ ინციდენტს საქართველოს მოქალაქე ა. ტატუნაშვილთან დაკავშირებით“,-ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.



სოციალური ქსელები
კომენტარები



თბილისში ქუჩის მხატვრობაზე ჯარიმები შესაძლოა გაორმაგდეს
ქუჩის მუსიკოსებისთვის სანქციები არ დაწესდება
დღეს სელფის საერთაშორისო დღეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics