03:52 - 22 Jun, 2018
2018-03-13 13:28:48, 446 ნახვა
ხმალაძე: „სითი პარკი“ ვალდებულებებს არ ასრულებდა - 30%-ზე მეტი საპარკინგე ადგილები მოუწესრიგებელია

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ "სითი პარკმა" შესაძლოა სასამართლო დავა დაიწყოს.

როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, მერია აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტს. მანვე დასძნა, რომ მერიას პირგასამტეხლო არ დაეკისრება.

"კომპანიამ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ერთადერთი ვალდებულება, რომელიც არის საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა, დახაზვა და საპარკინგე ნიშნების დაყენება. ასევე შშმ პირებისთვის განკუთვნილი საპარკინგე ადგილების მოწყობა - რასაც ჰქონდა სისტემატიური ხასიათი. დაახლოებით 30%-ზე მეტი საპარკინგე ადგილები არის მოუწესრიგებელი. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მერიას არ დაეკისრება პირგასამტეხლო ამის გამო, იმიტომ რომ ჩვენ ვმოქმედებდით ხელშეკრულების პიროებების შესაბამისად. არ გამოვრიცხავ, რომ ამას მოჰყვეს სასამართლო დავა. კომპანიამ შესაძლოა მიიჩნიოს, რომ მისი უფლება დაირღვა და მიმართოს სასამართლოს. სამართლებრივად ჩვენ მყარი პოზიციები გვაქვს და ჩვენი გადაწყვეტილებების გვჯერა", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



თბილისში ქუჩის მხატვრობაზე ჯარიმები შესაძლოა გაორმაგდეს
ქუჩის მუსიკოსებისთვის სანქციები არ დაწესდება
დღეს სელფის საერთაშორისო დღეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics