16:39 - 15 Aug, 2018
2018-03-13 13:06:25, 1031 ნახვა
ირაკლი კობახიძე: რუსეთის განცხადება არ იყო კონსტრუქციულობის გამოხატულება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პრემიერის მიმართვასთან დაკავშირებით გავრცელებულ საპასუხო განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, რუსეთის პასუხი არაკონსტრუქციულია, თუმცა მას ცინიკურს ვერ უწოდებს.

„სამწუხაროდ რუსეთი ჩვენს პრაგმატულ მიდგომებს მისი პრაგმატული მიდგომებით არ პასუხობს, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ ეს მიდგომა შეიცვლება. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. ცინიზმს როგორც ასეთი მე ამას ვერ დავუძახებდი, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინია, რომ რუსეთმა მეტი კონსტრუქციული მიდგომა უნდა გამოავლინოს, ეს განცხადება არ იყო კონსტრუქციულობის გამოხატულება", -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 კობახიძემ ტატუნაშვილის მკვლელობაზე პასუხიმგებლობა რუსეთს დააკისრა.

„მთლიანად პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, ეკისრება რუსულ მხარეს, რომელიც არის სრული კონტროლის განმახორციელებელი მხარე. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ აქ იქნება კონსტრუქციული მიდგომა და ამ მიდგომით უნდა გადაიჭრას ეს საკითხი.  მე დიდ იმედს გამოვთქვამ,  რომ უახლოეს დღეებში მოხდება  არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ოჯახისათვის“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია
ქართული ოცნება ვერ ყალიბდება ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics